რის მიხედვით მიიღებს სპეციალური მასწავლებელი პრაქტიკოსის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსებს - ბრძანება გამოქვეყნდა
30-06-2020

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სპეციალური პედაგოგის განვითარების, წინსვლის ეტაპები და სტატუსის სახეები განისაზღვრა.

დადგინდა, რის მიხედვით განისაზღვრება სპეციალური მასწავლებლის სტატუსები. მთავრობის დადგენილებით, სპეციალურ მასწავლებელს ენიჭება პრაქტიკოსის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსები.

ბრძანების მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, თვითშეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას.

სპეციალური მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განიხილავს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგებს, იღებს განმავითარებელ უკუკავშირს და ადგენს ახალ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას.

სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებია:

ა) პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი;

ბ) უფროსი სპეციალური მასწავლებელი;

გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი:

გ.ა) სენსორული დარღვევების მიმართულებით - მხედველობის ან სმენის დარღვევის სპეციალიზაცია;

გ.ბ) ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების მიმართულებით სპეციალიზაცია;

გ.გ) მრავლობითი დარღვევების მიმართულებით სპეციალიზაცია.

სპეციალურ მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი სტატუსი.

სპეციალური მასწავლებლის იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ყველაზე მაღალი სტატუსია წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი აქვს პირს, რომელიც:

ა) აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21​3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61​3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) აქვს დოქტორის ხარისხი სპეციალურ განათლებაში;

ბ) ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

გ) აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21​3 მუხლის 3​1 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203