„იყო სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა, შავი კვამ­ლი“ - 24 წლის გოგონა, რომელსაც ბიჭმა ცეცხლი წაუკიდა დამწვრობის ცენტრშია, ბრალდებული კი დაკავებულია
30-06-2020
24 წლის გოგონას 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. 

დაზარალებული გოგონა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის.

„გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული“, - აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

რაც შეეხება ბრალდებულს, 24 წლის მამაკაცი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, 
სამართალდამცავებმა  უკვე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ გოგონას საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

აღნიშნულ ფაქტზე დაზარალებული გო­გო­ნას მე­ზო­ბე­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

„ღა­მით, ასე პირ­ვე­ლი სა­ა­თის­კენ ვი­ღაც იდი­ოტ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, ჩემს მე­ზო­ბელ გო­გოს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. „ტიპ­მა“ ჯერ ბენ­ზი­ნი მო­ას­ხა ეზო­ში, შემ­დეგ და­უ­კა­კუ­ნა კა­რებ­ზე და ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი ის­რო­ლა. იყო სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა, შავი კვამ­ლი და სრუ­ლი უკუ­ნი­თი. და­ზა­რა­ლე­ბულს სხე­უ­ლის 40% აქვს დამ­წვა­რი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მად­ლო­ბა ღმერ­თს თა­ვის დრო­ზე მო­ვახ­დი­ნეთ რე­ა­გი­რე­ბა და სა­ხან­ძროს მოს­ვლამ­დე ცე­ცხლი ჩა­ვაქ­რეთ. დამ­ნა­შა­ვე დღეს გამ­თე­ნი­ი­სას უკვე აყ­ვა­ნი­ლი იყო. დამ­ნა­შა­ვემ ისე გა­ა­კე­თა, რომ ეზო­ში ვე­რა­ვინ შე­ვი­დო­და, ჭიშ­კარ­საც კი ვერ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით თა­ვი­დან.
 
მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო უც­ნობ ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ცე­ცხლის ლო­კა­ლი­ზე­ბა­ში, რომ არა ისი­ნი არ ვიცი, მარ­ტო ჩვე­ნი ძა­ლე­ბით რო­გორ გა­დავ­რჩე­ბო­დით. კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ, ისე­თი პა­ნი­კა იყო მად­ლო­ბაც ვერ გი­თხა­რით. შოკ­ში ვი­ყა­ვით, ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რას და რა­ტომ ვა­კე­თებ­დით, წა­მის მე­ა­სე­დი­თაც რომ დაგ­ვეგ­ვი­ა­ნა, არ ვიცი რა მოყ­ვე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერს. და მად­ლო­ბა პო­ლი­ცი­ას სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბის­თვის. არა­მარ­ტო ეკი­პა­ჟებს, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს, მი­ა­ტო­ვეს სა­მუ­შაო ად­გი­ლი და და­სახ­მა­რებ­ლად მო­ვიდ­ნენ“, - წერს სოფო ხუნ­და­ძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203