მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - წამყვან და მენტორ პედაგოგებს დამატებითი ვალდებულებები და კომპეტენციები ეკისრებათ
01-07-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცდა.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების  ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა თანამდებობის მასწავლებელი. სტანდარტის მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, რეგულირების სფერო და მიზანი; სტანდარტის გამოყენების არეალი და სტანდარტის სტრუქტურა.

ამასთან, განმარტებულია, როგორი სასწავლო გარემო უნდა შექმნან მასწავლებლებმა, დაკონკრეტებულია პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკის შესახებ ინფორმაცია, რა დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები ენიჭებათ წამყვან  და მენტორ მასწავლებლს, ასევე სპეციალური მასწავლებლის მიერ ეთიკის რა ნორმები უნდა იყოს დაცული და რა დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვან სპეციალურ მასწავლებლებს.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია: გაქრა პრაქტიკოსის სტატუსი და კრედიტები, განისაზღვრა სავალდებულო აქტივობები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203