ქვემო მახოს სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს
15-09-2017
საქართველოს სკოლებში დღეს, 15 სექტემბერს ახალი, 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო.

დღევანდელ საზეიმო განწყობას ტრადიციული აქტივობებით შეუერთდა ქვემო მახოს სკოლა. მოსწავლეები ახალი სასწავლო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩვეული ხალისით ჩაერთნენ. მათ ლექსები, ცეკვები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. 

განსაკუთრებით აქტიურები და ხალისიანები იყვნენ პირველკლასელები, რომელთათვისაც ეს დღე ორმაგად საზეიმო იყო. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს პირველ მასწავლებელთან, დირექტორთან და მშობლებთან. 

სკოლის დირექტორმა ქიშვარდ გორგოშაძემ პირველკლასელებს მათთვის განკუთვნილი პერსონალური კომპიუტერები გადასცა, წარჩინებულ მოსწავლეებსა და სასკოლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეებს კი - სიგელები.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203