მასწავლებლებისთვის სტატუსის მიხედვით სავალდებულო ტრენინგების მინიმალური საათები დადგინდა
03-07-2020
უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის ტრენინგების გავლა სავალდებულო გახდა. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სტატუსის მიხედვით ტრენინგების მინიმალური საკონტაქტო საათები დადგინდა.
ბრძანების მიხედვით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგ კურსის/კურსებს გაივლიან.
სტატუსის მიხედვით ტრენინგის მინიმალური საკონტაქტო საათები შემდეგნაირად განისაზღვრა:
ა) უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი;
ბ) წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი;
გ) მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი.