„ჩემი შვილიც აბიტურიენტია“ - ეკატერინე ტიკარაძე გამოცდებზე პირბადეების მოხსნის შესახებ კომენტარს აკეთებს
02-07-2020

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეროვნულ გამოცდებზე პირბადეების მოხსნასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაცია, ეკეთებათ თუ არა აბიტურიენტებს პირბადეები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მისი თქმით, უწყება განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამ მიმართულებით ისინი აბიტურიენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას გეგმავენ.

„ეს თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს დღესდღეობით განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203