როგორ აღნიშნეს სასწავლო წლის დაწყება საქობოს სკოლაში
18-09-2017

2017-2018 სასწავლო წელი საქობოს სკოლაში საზეიმო განწყობით დაიწყო.

სკოლის დირექტორმა დოდო ჭყონიამ სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს  ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

სკოლის დაწყების დღეს განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ პირველკლასელები, რომელთაც სკოლის დაწყება ''ეტალონის'' საზეიმო ფინალზე მეორე ადგილზე გასულმა მე-12 კლასის მოსწავლე სოფი ყარალაშვილმა მიულოცა.


როგორც Etaloni.ge-სთან საქობოს სკოლის დირექტორმა აღნიშნა, პირველკლასელებს გარემონტებული და სასიამოვნოდ მორთული საკლასო ოთახები დახვდათ:

''პერსონალურ კომპიუტერებთან და წიგნებთან ერთად მოსწავლეები მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტის“ წარმომადგენლებმა გაკვეთილების ცხრილითა და ბუშტებით დაასაჩუქრეს.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203