აბიტურიენტებს გამოცდაზე მარტო გამოცხადებას მოუწოდებენ - ნუნუ მიცკევიჩის კომენტარი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოწოდებაა, რომ აბიტურიენტები გამოცდაზე თანმხლები პირის გარეშე გამოცხადდნენ. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმ წესებზეც, რომლების დაცვა აბიტურიენტების გულშემატკივრებს მოიუწევთ.
„განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნაა, არ გავხდეთ მიზეზი, რომ ჩვენი თავშეყრის ადგილიდან გავრცელდეს ინფექცია. ვთხოვთ, აბიტურეინტებს გამოცდაზე მარტო გამოცხადდნენ, ან გულშემატკივრებმა მოაცილონ აბიტურიენტი და ნუ დაელოდებიან, რომ არ მოხდეს ბევრი ადამინის თავშეყრა.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვამშვიდებთ ოჯახებს, რომ მოგვანდონ აბიტურიენტები, კუდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დაგველოდებიან საგამოცდო ცენტრებთან“, - მოუწოდებს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს.
ცნობისთვის, აღნიშნული საკითხის შესახებ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვწერდით:
საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრი გაკონტროლდება - რა შეზღუდვები ექნებათ აბიტურიენტების გულშემატკივრებს?უფრო მეტი ფოტო დაათვალიერეთ ბმულზე:
როგორ გამოიყურება საგამოცდო ოთახები და რა პირობებში დაწერენ გამოცდას აბიტურიენტები - ფოტოები