მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შეტანილ ცვლილებებს პედაგოგთა უკმაყოფილება მოჰყვა და აქციაც კი დაიგეგმა. მასწავლებლები ახალ სქემას 22 ივლისს 14 საათზე გააპროტესტებენ. აღნიშნულის შესახებ facebook-ზე ღონისძიებაც შექმნეს ლოზუნგით: არა! მასწავლებელთა ახალ სქემას.
როგორც ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, მასწავლებლისთვის სტატუსის მისანიჭებელი აქტივობები, რთულდება და მოცულობითი ხდება.
კოლეგებო, მასწავლებლებო, მშობლებო, არამასწავლებლებო, თუ თქვენც თავს მოტყუებულად გრძნობთ და ხედავთ, როგორ ჭაობში იძირება განათლების სისტემა! გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად გავაპროტესტოთ ეს ვირთხების რბოლა! - წერს აქციის ორგანიზატორი.
„მოგეხსენებათ, დამტკიცდა მასწავლებელთა სტანდარტი და ძალაში შევიდა ახალი სქემა, რომლის მოხედვით არათუ მარტივდება ან ძირეულად იცვლება სტატუსის მისანიჭებელი აქტივობები, არამედ რთულდება და მეტად მოცულობითი ხდება.
ძველი სქემის გაუქმების არგუმენტად მასწავლებლების გადატვირთვა და მოსწავლეების სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენა სახელდებოდა. ახალი სქემის დამტკიცებამდე კი უკვე სტატუსმინიჭებულ პედაგოგებს დაგვაკარგინეს ძვირფასი დრო გვეზრუნა წინსვლაზე.
ისმის კითხვა! თუ საჭირო გახლდათ სქემით გათვალისწინებული აქტოვობები, ხელოვნურად რატომ გააჭიანურეთ მასწავლებელთა “პროფესიული ზრდა?”
კოლეგებო, მასწავლებლებო, მშობლებო, არამასწავლებლებო, თუ თქვენც თავს მოტყუებულად გრძნობთ და ხედავთ, როგორ ჭაობში იძირება განათლების სისტემა! გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად გავაპროტესტოთ ეს ვირთხების რბოლა!“ - წერია დაგეგმილი აქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.