„ეტალონი“ აბიტურიენტებს წარმატებას გისურვებთ
06-07-2020

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერენ.


პანდემიამ გამოცდებს ახალი პროტოკოლი დაუწესა და აბიტურიენტებს უჩვეულო გარემოში უწევთ ტესტის წერა. ამიტომ, გვინდა გაგამხნევოთ და გითხრათ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. „ეტალონი“ ყველას გგულშემატკივრობთ. 

„ეტალონი“ ყველა აბიტურიენტს წარმატებას, მაღალი ქულების მიღებასა და სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვას გისურვებთ! 

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ესენია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო. 

წელს ეროვნული გამოცდები უჩვეულოდ ტარდება: პანდემიის გამო დამატებითი წესები მოქმედებს. საგამოცდო სექტორებში დამონტაჟებულია კამერები, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსკრინინგის მოწყობილობით, დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2 მეტრიანი დისტანციაა დაცული.

აბიტურიენტებს პირბადე შესვლიდან საკუთარ მაგიდასთან განთავსებამდე უნდა ეკეთოთ. მაგიდასთან პირბადის მოხსნა შეეძლებათ. თუმცა, თუ კონდიციონერი ჩაირთვება, პირბადის გაკეთება სავალდებულოა. კონდიციონერი ოთახებში 30 გარდუსის და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ჩაირთვება. 

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203