სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
06-07-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დილის 8 საათზე 24-ვე საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატება მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. დილის 8 საათზე საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი და უკვე 8 საათიდან მობრძანდნენ აბიტურიენტები. ისინი პირველ რიგში განთავსდებიან დისტანციის დაცვით საგამოცდო ეზოში და შემდგომ ეტაპობრივად გადავლენ სექტორებში. მანამდე რა თქმა უნდა, გაივლიან დეზობარიერზე, გაივლიან თერმოსკრინიგს და ამის შემდეგ მოხდება მათი შემოწმება დაცვის პოლიციის მიერ, რომ არ შეიყოლონ რომელიმე ისეთი ნივთი, რომელიც დაშვებული არ არის. ამის შემდეგ ზუსტად 9 საათზე დაიწყება გამოცდა ყველა საგამოცდო ცენტრში“,-განაცხადა სოფიო გორგოძემ. 

რამდენ აბიტურიენტს დაუფიქსირდა ტემპერატურა ან რამდენმა გაიარა PSR ტესტი წინასწარ - სტატისტიკურ მონაცემები, გორგოძის თქმით, მოგვიანებით გამოქვეყნდება. 

„სტატისტიკას მოგაწოდებთ მოგვიანებით, რეგისტრაცია 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, ასე რომ ამ პროცესის დასრულებიდან მალევე გვეცოდინება რამდენ აბიტურიენტს დაუფიქსირდა ტემპერატურა. 
რაც შეეხება PSR ტესტს, ამ.ეტაპზე არ გვაქვს აღნიშნული სტატისტიკა“,-აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა. 

აღსანიშნავია, ისიც რომ.ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უმაღლესში ჩარიცხვის განსხვავებული წესი მოქმედებს.

„მათთვის არსებობს ჩარიცხვის ალტერნატიული წესი, ასე, რომ ისინი თუ ვერ მოახერხებენ დღეს გამოცდაში მონაწილეობას, ამ ალტერნატიული წესით ჩაირიცხებიან. ასე რომ ამ კუთხით მათ პრობლემა არ ექნებათ“,-აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საგამოცდო პროცესის მსვლელობას თბილისის N175 საჯარო სკოლაში (ბ კორპუსი) გახსნილ საგამოცდო ცენტრში აკვირდება. ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203