მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში 2 აბიტურიენტი არ შეუშვეს, 4 აპლიკანტი კი სარეზერვო სივრცეშია მოთავსებული
06-07-2020
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტების 7% არ გამოცხადდა. მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს, 4 აბიტურიენტი კი სარეზერვო სივრცეშია განთავსებული - აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ მიაწოდა. 

„უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ამ ეტაპზე ვიცით რომ გამოცხადდა აბიტურიენტების 93%, გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა, სარეზერვო სივრცეში განთავსდა 4 აბიტურიენტი, რაც შეეხება გამოცდაზე არ დაშვების ფაქტს მაღალი ტემპერატურის გამო ასეთი იყო მხოლოდ 2 შემთხვევა მთელი საქართველოს მასშტაბით. ორივე შემთხვევა იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. მოგეხსენებათ, წინა წლებში გამოცდიდან მოხსნის შემთხვევები იყო ძირითადად ტელეფონის ან დამხმარე მასალის შეტანის გამო, თუმცა ამ ეტაპამდე ასეთი შემთხვევა არ გვაქვს. თუ იქნება მოგაწოდებთ ამ ინფორმაციასაც“,-განაცხადა სოფიო გორგოძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203