„ვაიმე, მგონი ჩავიჭერი, დე, სად ხარ... არ შემიძლია, ვერ დაგელაპარაკებით“ - 3 სახალისო კომენტარი გამოცდის პირველი დღიდან
06-07-2020
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 

საგამოცდო ციებ-ცხელება უკვე დაწყებულია და ნერვიული ფონიც იმატებს. თუმცა აბიტურიენტების ნაწილი ცდილობს ამ გამოცდილებასაც იუმორით შეხედოს. 

გთავაზობთ, სამ სახალისო კომენტარს, რომლებიც გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა etaloni.ge-ს მისცეს. 

მარი, აბიტურიენტი: „ვაიმე, არაფერი მახსოვს... რა საკითხები შემხვდა არც ეგ მახსოვს, რა როგორ დავწერე, არ ვიცი.. ძალიან ვნერვიულობდი, არ შემიძლია, ვერ დაგელაპარაკებით“

„ვაიმე, მგონი ჩავიჭერი... დე, სად ხარ, დეე... წამიყვანე აქედან, ვერაფერი ვერ დავწერე. ცუდად ვარ, აღარ მინდა აქ ყოფნა“, - გოგონა ისეთი განერვიულებული იყო, სახელიც ვერ გვითხრა.

გიორგი: „უფ, რა გამოცდა ეს იყო... მივედი, დავწერე, გამოვედი... თანამედროვე ტექნოლოგიები შემხვდა... კიდევ რაღაც ლექსი იყო და არც შემიხედავს, ეგრევე თხზულება ავირჩიე. არც რედაქტირება იყო რთული, მძიმე, წერტილი... დავწერე ყველაფერი და კმაყოფილიც ვარ საკუთარი თავით“.

ასევე დაგაინტერესებთ: 

რა საკითხები მოვიდა ქართულში? - გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტები თემებს ასახელებენ და შიდა გარემოზე საუბრობენ

„მიშველეთ, სიცხე აქვს, ახლა გავგიჟდები...“ - აბიტურიენტები პირბადეებით და გულშემატკირები დამამშვიდებლებით ჟურნალისტის რეპორტაჟში

„რაიოოო! საყურეებზე გაწერინეს, დედა! გააუბედურეს ახალგაზრდობა“ - მშობლების შთამბეჭდავი მიგებება გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს

„დღეს ჩამოვედით თიანეთიდან, ტრანსპორტმაც შეგვიშალა ხელი“  - 175-ე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა 12 წუთით დაიგვიანა

აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრი აერიათ: N173 და N177 საჯარო სკოლების ნაცვლად, N39 სკოლაში გამოცხადდნენ

„აქ ისეთი ხმაურია, შეუძლებელია ტესტთან მუშაობა“ - აბიტურიენტების გულშემატკივრების პროტესტი N39 საჯარო სკოლაში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203