აბიტურიენტი, რომელმაც ტელეფონი შეიტანა, გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოხსნეს
06-07-2020
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ერთ აბიტურიენტს ტელეფონი აღმოუჩინეს, რის გამოც მას გამოცდა გაფრთხილების გარეშე დაატოვებინეს - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

„გამოცდის ბოლოსკენ დაფიქსირდა ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევა, რის გამოც აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო აბიტურიენტებს, რომ გაფრთხილდნენ. მიუხედავად იმისა რომ არის შემოწმება, თუ მათ მაინც შეჰყვათ ელექტრონული მოწყობილობა და ეს აღმოვაჩინეთ გამოცდის პროცესში ისინი ავტომატურად მოიხსნებიან გამოცდიდან, ამიტომ ვთხოვ მათ, რომ ეს გაითვალისწინონ“ - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს გამოცდაზე დაგვიანების 2 შემთხვევა იყო, ასევე 2 აბიტურიენტი მაღალი ტემპერატურის გამო არ დაიშვა გამოცდაზე, ხოლო 4 აპლიკანტისთვის ცალკე სექტორი გამოიყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დღეს აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

„მიშველეთ, სიცხე აქვს, ახლა გავგიჟდები...“ - აბუტურიენტები პირბადეებით და გულშემატკირები დამამშვიდებლებით ჟურნალისტის რეპორტაჟში

რა საკითხები მოვიდა ქართულში? - გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტები თემებს ასახელებენ და შიდა გარემოზე საუბრობენ

„ესე იყო საშინელება“ - რთული იყო თუ მარტივი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა?

„დღეს ჩამოვედით თიანეთიდან, ტრანსპორტმაც შეგვიშალა ხელი“  - 175-ე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა 12 წუთით დაიგვიანა


„აქ ისეთი ხმაურია, შეუძლებელია ტესტთან მუშაობა“ - აბიტურიენტების გულშემატკივრების პროტესტი N39 საჯარო სკოლაში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203