ნაშრომები შემოწმებამდე კარანტის გაივლის, გულშემატკივრებისთვის დამატებით ზომებს მიიღებენ - გამოცდების პირველ დღეს გორგოძე აჯამებს
06-07-2020

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, ნაშრომების შემოწმება ქართულის ენის ადა ლიტერატურის გამოცდის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება, ხოლო საგამოცდო ცენტრების გარეთ მყოფი გულშემატკივრების დისტანცირების უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებები გატარდება.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მადლობა მინდა ვუთხრა აბიტურიენტებს, რომ გაგებით მოეკიდნენ იმ პროცედურებს, რაც წელს გვქონდა გასავლელი, იქიდან გამომდინარე რომ მაქსიმალურად უზრუნველგვეყო მათი და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამატებითი პროცედურა გვქონდა, რაც ეხება დისტანცირებას, თერმოსკრინიგს, ხელების დეზინფექციას ცენტრების 90%-ში ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხერხდა რეგისტრაციის დასრულება, რაც ძალიან კარგია და ამისთვის ყველას დიდი მადლობა. 

მოგეხსენებათ უშუალოდ წერის პროცესში აბიტურიენტებს ჰქონდათ საშუალება პირბადის გარეშე შეესრულებინათ ეს ტესტი. მეც რომ სექტორებში დავდიოდი, მათ ნაწილს პირბადე საერთოდ არ ეკეთა, ნაწილს ჩამოწეული ჰქონდა და ნაწილი იყენებდა პირბადეს.
 
რაც შეეხება კონდიცირებას, მოგეხსენებათ თუ ტემპერატურა მიაღწევდა 30 გრადუსს შესაძლებელი იყო, რომ ჩაგვერთო. თბილისში დილიდან ძირითადად არ გამხდარა საჭირო რომ ჩაგვერთო, სულ რამდენიმე ცენტრის რამდენიმე სექტორში იყო გახდა ამის საჭიროება, სადაც უფრო მზე ადგებოდა, მაგრამ მაგალითად, ფოთში დილიდანვე ჩავრთეთ კონდიცირება რადგან 40 გრადუსს მიაღწია ტემპერატურამ“,- განაცხადა სოფიო გორგოძემ და აღნიშნა რომ მისი ინფორმაციით აბიტურიენტები უკმაყოფილოები არ ყოფილან.

მისივე თქმით, ცალკეული აბიტურიენტის შეფასება ტესტების სიმარტივეზე არაფერს ნიშნავს, რადგან ტესტის დონე საბოლოო შედეგების მერე გამოვლინდება. რაც შეეხება გულშემატკივრების მხრიდან რეკომენდაციების არ დაცვას, გორგოძე აღნიშნავს, რომ ცენტრი ამისთვის დამატებით ზომებს მიიღებს.

„ტექსტი მარტივი იყო თუ რთული ამას ერთეული შემთხვევების საფუძველზე ვერ ვიტყვით. ტესტის შედეგები რომ გახდება ცნობილი მაშინ შეგვეძლება ვთქვათ ტესტი მარტივი იყო, რთული თუ საშუალო სირთულის. რაც შეეხება გულშემატკივრებს, გიდასტურებთ, რომ მიუხედავად მოწოდებებისა და თხოვნისა გულშემატკივრების თავშეყრა მაინც შეინიშნებოდა გარე პერიმეტრზე და ცოტა რთული იყო ამ სიტუაციის გაკონტროლება, თუმცა ხვალ დამატებით ზომებს მივიღებთ იმისთვის რომ მაქსიმალურად დაცული იყოს გარე პერიმეტრი“,-განაცხადა სოფიო გორგოძემ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ნაშრომების გასწორება ტესტის ფურცლების 3-4 დღიანი კარანტინის შემდგომ დაიწყება. 

„ნაშრომების გასწორება იწყება როდესაც დასრულდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმე დღიან კარანტინს გავლის პასუხების ფურცლები. ასე, რომ გამოცდის დასრულებიდან 3-4 დღის შემდგომ დაიწყება გასწორება“, - განაცხადა გორგოძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

ეროვნული გამოცდების პირველი დღე - ფოტოები და კომენტარები საგამოცდო ცენტრებიდან

რა საკითხები მოვიდა ქართულში? - გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტები თემებს ასახელებენ და შიდა გარემოზე საუბრობენ

„მიშველეთ, სიცხე აქვს, ახლა გავგიჟდები...“ - აბუტურიენტები პირბადეებით და გულშემატკირები დამამშვიდებლებით ჟურნალისტის რეპორტაჟში

„რაიოოო! საყურეებზე გაწერინეს, დედა! გააუბედურეს ახალგაზრდობა“ - მშობლების შთამბეჭდავი მიგებება გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს

„დღეს ჩამოვედით თიანეთიდან, ტრანსპორტმაც შეგვიშალა ხელი“  - 175-ე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა 12 წუთით დაიგვიანა

აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრი აერიათ: N173 და N177 საჯარო სკოლების ნაცვლად, N39 სკოლაში გამოცხადდნენ

„აქ ისეთი ხმაურია, შეუძლებელია ტესტთან მუშაობა“ - აბიტურიენტების გულშემატკივრების პროტესტი N39 საჯარო სკოლაში

იხილეთ რა პირობებში წერენ აბიტურიენტები გამოცდას - ფოტოები საგამოცდო ოთახებიდან, რომლებიც ჩხენკელმა მოინახულა

ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრების სიმცირე შეინიშნება

მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში 2 აბიტურიენტი არ შეუშვეს, 4 აპლიკანტი კი სარეზერვო სივრცეშია მოთავსებული

„ესე იყო საშინელება“ - რთული იყო თუ მარტივი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა?

აბიტურიენტი, რომელმაც ტელეფონი შეიტანა, გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოხსნეს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203