„ვეფხისტყაოსნიდან“ ასმათის და ტარიელის შეხვედრა - კიდევ, რა თემებია ქართულის გამოცდის მეორე დღეს?
147-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოვიდნენ. მათ etaloni.ge-სთან კომენტარები გააკეთეს და ტესტირებაზე მოსულ საკითხებზე ისაუბრეს. „თემა ერთი „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ასმათის და ტარიელის შეხვედრის ნაწყვეტიდან, მეორე თემა თამაზ ჭილაძის „გასეირნება პონის ეტლით“ იყო. ესე, უფროსი თაობის აზროვნება განსხვავდება ახლანდელი თაობისგანო და ამაზე უნდა დაგეწერა. რედაქტირებაც მარტივი იყო. გარემოს რაც შეეხება, ძალიან კარგი იყო, დამკვირვებლებიც მომეწონა ძალიან გულისხმიერები იყვნენ, სიმშვიდე იყო და არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია“, - განაცხადა 147-ე სკოლაში გახნილ საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პირველმა აპლოკანტმა.
„ძალიან მარტივი იყო. თემა ვეფხიტყაოსნიდან იყო, მეორე არც წამიკითხავს. ესე სოციალურ პრობლემატიკაზე - ახლანდელ ახალგაზრდობასა და უფროს თაობას შორის შეხედულებათა სხვაობაზე შემხვდა. მოკლედ, რომ გითხრათ ძალიან მარტივები იყო“, - გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.
147-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ჩვენი etaloni.ge-ს კორესპონდენტი განაგრძობს მუშაობას და განვითარებულ მოველენს კიდევ შემოთავზებთ.