წითელი ხალიჩა და სიგელები - თერჯოლის N1 სკოლამ ახალი სასწავლო წელი ორიგინალურად დაიწყო
19-09-2017

თერჯოლის N1 სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღინიშნა. 

სკოლის დირექტორის ელისო მურადაშვილის თქმით, 2016-2017 სასწავლო წელს სკოლას 64 ათოსანი მოსწავლე ჰყავდა: 

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 2016-2017 სასწავლო წელს სკოლას 64 ათოსანი მოსწავლე ჰყავდა. წარმატებებით გევლოთ ჩვენო საამაყო მოსწავლეებო’’.

სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და წითელი ხალიჩის გავლის შემდეგ, სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203