2016-2017 სასწავლო წლის დაწყება თელავის მე-4 საჯარო სკოლამ საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.
I კლასის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა და XII კლასის მოსწავლებმა.
ღონისძიება საზეიმოდ გახსნა და დახურა სკოლის ვოკალურმა გუნდმა.
პირველკლასელებს სამახსოვრო საჩუქრები მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალმა" გადასცა.
ბავშვებს დაურიგდათ საჰაერო ბუშტები, რომლებიც ღონისძიების ბოლოს ცაში გაუშვეს.