„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, დავრჩებით ისევ ონლაინ-სწავლის რეჟიმში“
07-07-2020

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის დაწყებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდისტუაციის გართულების შემთხვევაში, სწვალა კვლავ ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდება. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობენ.

„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ-სწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად, დამატებით ვმუშაობთ, რათა მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორიც დღესაა, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და ისიც განმარტა, რომ კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - „ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203