გოჩა ტყეშელაშვილი პროექტების მენეჯმენტს ტოვებს - რა გეგმები აქვს „ეტალონის“, etaloni.ge-ს და izrune.ge-ს ავტორს
07-07-2020

„ეტალონის“  პროექტების ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს სიახლის შესახებ აცნობა. 

როგორც გოჩა ტყეშელაშვილმა განაცხადა, ის ტოვებს „ეტალონის“, etaloni.ge-სა და izrune.ge-ს მენეჯმენტს, რადგან ხედავს გარდაუვალ აუცილებლობას, მოღვაწეობა გააგრძელოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში და ამიტომაც გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში. 

„მინდა მოგახსენოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ჩემს მხარდამჭერებს, ჩემი დიდი და მძლავრი ოჯახის წევრებს, ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ორიენტირებულია საქართველოს მომავალზე, წარმატებულ, ეფექტურ განათლებაზე. 

მე დროებით ვემიჯნები სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ მენეჯმენტს. ასევე, ძალიან ძლიერ საინფორმაციო-საგანმანათლებლო პორტალ etaloni.ge-სა და izrune.ge-ს. მათ თქვენ გაბარებთ. იმედი მაქვს, რომ ჩემი უკან მობრუნების შემდეგ, გაცილებით ძლიერი და მაგარი ინსტრუმენტები დამხვდება, იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ და ნებისმიერმა მოსწავლემ მიიღოს ეფექტური განათლება. მაშ ასე, ვემიჯნები დროებით და გაბარებთ თქვენ. იმედი მაქვს წარმატებულს და კიდევ უფრო უკეთესს გახდით, იმიტომ, რომ მისი საჭიროება პირდაპირ ჩანს“ - მიმართა თანამოაზრეებს, მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს გოჩა ტყეშელაშვილმა. 

გოჩა ტყეშელაშვილმა ის ოთხი კომპონენტი გააცნო მოქალაქეებს, რომლითაც პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და ითანამშრომლებს მათთან, ვისთვისაც მომავალი თაობის ეფექტური განათლება პოლიტიკურ მიზნებზე მაღლა დგას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეფექტურ განათლებას და მასზე ორიენტირებულ პროექტებს დღეს სისტემური და მძლავრი მხარდაჭერა სჭირდება.

„გადავწყვიტე მივმართო იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ცდილობენ და სავარაუდოდ, მოვლენ კიდევაც ხელისუფლებაში და გავიხადო ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად ოთხ კომპონენტში. ამ მიმართვას გავაკეთებ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ორპოლუსიანობის პერიოდში ცდილობენ ჩამოაყალიბონ შუა ნაწილი, რომელიც ზომიერად ნეიტრალური იქნება. ჩვენი სიძლიერე იდეებშია. სრულებით ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ არის ძალა ფინანსები, ძალაუფლება და ასე შემდეგ, როცა ის სიმართლეს და იდეებს ემსახურება. ამიტომ, მე მომხრე ვარ ძლიერებისა. ოთხი კომპონენტი, რომლითაც მინდა მივმართო (ყველას არა, რა თქმა უნდა) უსერიოზულეს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ შესატყვისი ინტელექტუალური მონაცემი, შესაბამისი მასშტაბები... “

ვიდეო მიმართვაში გოჩა ტყეშელაშვილმა „ეტალონის“  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დასაბრუნებლად შეგროვებულ 35 ათასი პედაგოგის ხელმოწერებისა და პარლამენტარების მიერ შედგენილი პეტიციის შესახებაც ისაუბრა. 

იხილეთ ვიდეო მიმართვა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203