დაგვიანების და გამოცდიდან მოხსნის შემთხვევა დღეს არ ყოფილა - სოფიო გორგოძე
07-07-2020

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის II დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, გამოცდაზე აბიტურიენტების მხოლოდ 5 % არ გამოცხადებულა.

მისივე თქმით, დღეს არც დაგვიანების შემთხვევა ყოფილა და არც გამოცდაზე არ დაშვების.

„დღეს საგამოცდო გარემომ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გამოცხადდა აბიტურიენტთა 95%. საბედნიეროდ გამოცდიდან არ მოხსნილა არც ერთი აბიტურიენტი. ასევე დაშვების პრობლემა არ ჰქონია არც დაგვიანების გამო, არც ელექტრონული მოწყობილობის და არც მაღალი ტემპერატურის გამო არც ერთ აპლიკანტს. იყო რამდენიმე აბიტურიენტი, რომლებსაც დაუფიქსირდათ ტემპერატურა და მათი განთავსება მოხდა სარეზერვო სექტორებში, შესაბამისად ჩვენ არ მოგვიწია მათი არ დაშვების გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, დღეს საგამოცდო პროცესს მსჯავრდებული აბიტურიენტებიც შემოუერთდნენ: 

„გარდა ამისა, დღეს, საგამოცდო პროცესს შემოუერთდნენ აბიტურიენტები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. 20-მა აბიტურიენტმა შეასრულა ტესტი დღეს, სულ 22 იყო დარეგისტრირებული. ზოგმა არ ისურვა გამოცდაზე გამოსვლა. ეს აბიტურიენტები განთავსდნენ რიგ საგამოცდო ცენტრებში.

კონდიციონერის ჩართვა გახდა საჭირო რიგ საგამოცდო ცენტრებში. მაგრამ საკმაოდ დიფერენცირებულია ეს პროცესი. რომელიმე სართულზე და ოთახში შეიძლება იყოს ჩართული კონდიციონერი, მაგრამ სხვა ოთახში არა, ამიტომ ასე არ არის რომ ერთ ცენტრში მთელი დროის განმავლობაში იყოს ყველგან ჩართული და სხვაგან არა“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

იხილეთ ასევე: 2 აბიტურიენტს, რომლებიც გამოცდიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, კორონავირუსი არ დაუფიქსირდათ და გამოცდას არ გამოეთიშებიან

როგორ აბარებენ გამოცდებს კარანტინში მყოფი აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები და სტუდენტები? - პროცედურები ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203