საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივართა დისტანცირებაში მანდატურებიც არიან ჩართულები
07-07-2020

147-ე საგამოცდო ცენტრი დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებების  მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ მოინახულა.  როგორც მან etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა მანდატურის სამსახურის თანამშრომლები საგამოცდო ცენტრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ. 

"მანდატურის სამსახური საგამოცდო პროცესში მონაწილეობას არ იღებს. ჩვენ ცენტრის თანამშრომლებს ვეხმარებით გარე პერიმეტრის დისტანციის უზრუნველყოფაში. სხვა მხრივ ჩართულები არ ვართ. როგორც ხედავთ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია",- განაცხადა მანდატურის სამსახურია უფროსმა. 

ჩვენს კითხვაზე უკავშირდება თუ არა მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ცენტრში დამატება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის გუშინდელ განცხადებას, რომ დისტანციის უზრუნველსაყოფად ცენტრი დამატებით ზომებს მიიღებდა, გელაძემ აღნიშნა რომ მანდატურების პროცესში ჩართვა ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიგეგმა და გუშინდელ განცხადებასთან კავშირი არ აქვს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203