N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი პირველმა აბიტურიენტმა დატოვა. აპლიკანტი etaloni.ge-ს საგამოცდო საკითხებსა და შიდა გარემოზე ესაუბრა:
„ესე იყო, რომ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება სტილის შეცვლას. უნდა დათანხმებოდი ან არ დათანხმებულიყავი და აგეხსნა არგუმენტებით. პროგრამულიდან „ჯაყოს ხიზნები“ შემხვდა და არაპროგრამული ლადო ასათიანის ლექსი ფიროსმანზე. მე ჯაყო დავწერე. შიგნით კონდიციონერი არაა ჩართული, მაგრამ გრილა, მშვიდი გარემოა“ - აღნიშნა აბიტურიენტმა.