სკოლებმა თვითშეფასების პროცესი დაიწყეს - ანგარიშის წარდგენის ვადა ცნობილია
08-07-2020
1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით სკოლები და პროფესიული დაწესებულებები კანონმდებლობით დადენილი წესით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თვითშეფასების ანგარიშებს წარუდგენენ.

უწყების განმარტებით, თვითშეფასების ანგარიში ცენტრს არაუგვიანეს სამ წელიწადში ერთხელ წარედგინება, რაც საანგარიშო პერიოდში დაწესებულების მიერ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს ასახავს.

პროფესიული განათლების მიმწოდებელთა თვითშეფასება მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სიახლეს უკავშირდება: დაწესებულებები პირველად შეაფასებენ საკუთარ თავს ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან მიმართებით ელექტრონულად.

წლის ბოლოს, დაწესებულებების მიერ მოწოდებული თვითშეფასების ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, ცენტრი ხარისხის შესაბამისობის სისტემურ სურათს დადებს, რაც ხარისხის განვითარების კუთხით შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვას დაედება საფუძვლად. ხარისხის განვითარების მხარდაჭერა კი ცენტრის საჯაროდ დეკლარირებული მიდგომაა,“- აღნიშნა ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ, დაწესებულებების წარმომადგენლებთან პროცესის მნიშვნელობაზე საუბრისას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ონლაინრეჟიმში აგრძელებს.

იხილეთ ასევე: საჯარო სკოლებს თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განესაზღვრათ - ეს ვალდებულება მხოლოდ 2 სკოლას არ აქვს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203