ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რომელიც ქართულის გამოცდაზე აბიტურიენტ შვილს გულშემატკივრობს 
08-07-2020

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე დღეს, გულშემატკივრებს შორის ამავე საგნის პედაგოგი, თუმცა მშობლის რანგში, შვილის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა. მაია სუარიძეetaloni.ge თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ესაუბრა. 

„ასპინძის საჯარო სკოლიდან ვარ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ვგულშემატკივრობ შვილს. თუმცა მხოლოდ შვილს არა, ყველას. ჩემს შვილს ყველაზე მეტად მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე სურს ჩაბარება, ტექნიკურ უნივერსიტეტში. აბიტურიენტებს ვუსურვებ წარმატებას, ესენი არიან ის ბავშვები, რომლებმაც ბევრი რამ გამოიარეს - დაწყებული  2008 წლიდან, ომის პერიოდში შევიდნენ სკოლაში და დამთავრებული პანდემიის ქარცეცხლით. უნიღბო ცხოვრებას ვუსურვებ მათ“ - ამბობს მაია სუარიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203