2019-2020 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულებისთვის ატესტატების გაცემა იწყება - დოკუმენტების ჩამონათვალი
08-07-2020

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განცხადებით, 2020 წლის 20 ივლისიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატების საყოველთაო გაცემა იწყება.

დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა - თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა - თუ ზოგადი განათლების დამასდატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის  შემთხვევაში - დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.

მისამართები იხილეთ ბმულზე:

http://psh.gov.ge/main/page/7/406 - იუსტიციის სახლები
https://centri.gov.ge/ - საზოგადოებრივი ცენტრები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203