სენაკის N1 სკოლის მოსწავლისთვის საზაფხულო ეკო-ბანაკში მონაწილეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა
20-09-2017
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, ბულაჩაურის ''მწვანე ცენტრში'' საზაფხულო ეკო-ბანაკი მოეწყო. 

ბანაკში მონაწილეობდა სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსების აქტიური მონაწილე, სენაკის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე საბა კვარაცხელია. 

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს ჩაუტარეს ეკო-გაკვეთილები და ტრენინგები თემებზე: საქართველოს ტყეების რეკრეაციული პოტენციალი, ეკოტურიზმი, საქართველოს ბუნებრივი ღირშესანიშნაობები, ეკოტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე, ელექტრონულ რუკებზე მარშრუტის განთავსება, დაგეგმვა. ასევე, მოეწყო საველე გასვლები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები...

სენაკის N1 სკოლა მადლობას უხდის კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (CENN) და სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორს მაია კოდუას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203