დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისა და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესში ცვლილებები შევიდა
09-07-2020

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესსა და პირობებში და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესში ცვლილებები შევიდა.

ბრძანების მიხედვით, გამოცდა წელიწადში ორჯერ ჩატარდება, ამასთან განისაზღვრა გამოცდის ჩატარების პროცესი, შეფასების კრიტერიუმები.

გამოცდის ჩატარების ორგანიზაცია

  1. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) მიერ (პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნო). სააპელაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომ - საბჭო).
  2. გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტო (საბჭოს სამდივნო).
  3. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის პროცესი მოიცავს:

ა) საბჭოს მიერ განაცხადების რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღების, საგამოცდო პროცესის პერიოდის განსაზღვრას და საგამოცდო ტესტ-კითხვარების დამტკიცებას;

ბ) გამოცდის ჩაბარების მსურველთა (შემდგომ – გამოსაცდელი) განცხადების რეგისტრაციას;

გ) რეგისტრაცია სრულდება განაცხადების მიღების ბოლო დღის 24 საათზე;

დ) საბუთების ექსპერტიზას;

ე) გამოსაცდელთა მონაცემთა ბაზის შექმნას;

ვ) გამოცდის თარიღის შესახებ მაძიებლების ინფორმირების უზრუნველყოფას;

ზ) საგამოცდო პროცესის ორგანიზებას;

თ) გამოცდის შედეგების საბჭოსათვის წარდგენას;

ი) გამოცდის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფას.

  1. გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება;

ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) და დიპლომის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

  1. თითოეულ გამოსაცდელზე გაიცემა შეტყობინება, რომელშიც აღინიშნება გამოსაცდელის სახელი, გვარი, გამოცდის ჩატარების თარიღი და დრო.
  2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. გამოცდა ტარდება ტესტური ფორმით, წელიწადში ორჯერ.

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. გამოცდის მსვლელობისას გამოსაცდელს ეკრძალება სახელმძღვანელოს, სხვა ანალოგიური მასალის, ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა და გამოყენება. საგამოცდო კომისია უფლებამოსილია გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ საშუალებების გამოყენებაში, მოხსნას გამოცდიდან.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. გამოცდის მსვლელობისას დარბაზში გამოსაცდელების, საგამოცდო და სააპელაციო კომისიის წევრების, კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფის გარდა, უცხო პირი დაიშვება საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით.“.

  1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. შეფასების კრიტერიუმები

  1. გამოსაცდელი გამოცდაზე შესვლისას იღებს ადგილის ნომერს და იკავებს კუთვნილ ადგილს.
  2. თითოეული საგამოცდო ბილეთის ფორმირება ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამით. საგამოცდო ბილეთში ტესტების რაოდენობა, ფორმატი და სამუშაო დრო განისაზღვრება საბჭოს მიერ.
  3. საგამოცდო ბილეთის ერთ ტესტში სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
  4. საბჭოს მიერ განისაზღვრება დადებითი შედეგის ქულების რაოდენობა.
  5. გამოსაცდელის ტესტური ნაშრომი ჩაბარების შემდეგ ექვემდებარება დამოწმებას საგამოცდო კომისიის შესაბამისი წარმომადგენლის ხელმოწერით.
  6. საგამოცდო ბილეთის პასუხები მოწმდება კომპიუტერული პროგრამით და დაფიქსირებული შედეგი ეცნობება გამოსაცდელს შეფასების ფურცლის სახით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203