„წავალ, მეგობრებთან გავერთობი, სახლში ვიტყვი, რომ ჩავაბარე. ვინ რას გაიგებს?!“ - აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდაზე დააგვიანა, საქეიფოდ წავიდა
09-07-2020
დღეს N103 საჯარო სკოლაში გახნილ საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტი 15 წუთის დაგვიანებით მოვიდა და შესვლის მცდელობაც არ ჰქონია.

მას 3 ბიჭი ახლდა, რომლებიც „გულშემატკივრობდნენ“. აუ ბიჭო ხო გითხარი გაგვიანდება თქო, ძლივს გაგაღვიძე - ეზუზუნა ერთი, მაგრამ ეს გადასარევ ხასიათზე იყო.

„დამაგვიანდა  და რა ვქნა ერთი, წავალ, მეგობრებთან გავერთობი, ცოტას წავუქეიფებთ და სახლში ვიტყვი, რომ ჩავაბარე. ვინ რას გაიგებს. მომავალ წელს ვცდი კიდევ ბედს, წელს ამ პანდემიის გამო წესიერად ვერც მოვემზადე“, - განაცხადა დაგვიანებულმა აბიტურიენტმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203