5-კრედიტიანი ტრენინგები მასწავლებელთა ნაწილისთვის ამ კვირიდან დაიწყება. ტრენინგში პირველ რიგში ის მასწავლებლების ჩაერთვებიან, რომლებსაც ორივე გამოცდა ჩაბარებული აქვთ და 19 კრედიტქულამდე 5 კრედიტი აკლიათ - ამის შესახებ etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განუცხადა.
„მასწავლებლების ნაწილისთვის 5-კრედიტიან ტრენინგები ამ კვირიდან დაიწყება, ნაწილისთვის მომავალი კვირიდან. ყველა მასწავლებელთან ინდივიდუალურად, სახელობითად მოხდება დაკავშირება. პირველ რიგში იმ მასწავლებლებს, დავუკავშირდებით, რომლებსაც სრულად აქვთ ორივე გამოცდა ჩაბარებული, მოპოვებული აქვთ ჯამში 14 კრედიტი და აკლიათ მაქსიმუმ 5 კრედიტი. დაკავშირება მოხდება ინდივიდუალურად და ამის შემდგომ მოხდება სხვა პედაგოგების ჩართვა ამ ტრენინგში“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
იხილეთ ასევე: მასწავლებლის სახლის ტრენინგების ხელმძღვანელი ნინო გორდეზიანი 5-კრედიტიანი ტრენინგის დეტალებზე საუბრობს