რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი, სიურპრიზები და ორიგინალურად დაწყებული ახალი სასწავლო წელი ქვემო აკეთის სკოლაში
20-09-2017

ქვემო აკეთის  სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლით შეხვდა. სკოლაში მოსულ მოსწავლეებს დიდი სიურპრიზი დახვდათ. მოსწავლეების ოცნება ასრულდა, სკოლას რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი შეემატა. ასევე გარემონტდა რესურსოთახი. 

ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ქეთევან პატარაიამ მოსწავლეებს და მშობლებს მიულოცა  ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა, გასული სასწავლო წლის წარმატებულ მოსწავლეებს კი სიგელები გადასცა:

VI კლასი - ანიტა ღლონტი, თეკლა მორჩილაძე

VII კლასი - ანა გეგიძე

VIII კლასი - გიორგი ჩხაიძე, საბა კიკვაძე

IX კლასი - სალომე გეგიძე

გარდა ამისა, სკოლამ ორიგინალური დაჯილდოებაც მოაწყო:

სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ აქტიურ ბებიებს: დოდო ღლონტსა და კლარა გოგელიას. აქტიური დედას: ხათუნა მურვანიძეს, ასევე ზაური გეგიძის ოჯახს, სადაც ორი წარმატებული მოსწავლეა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203