„სამანიშვილის დედინაცვალი“, ლებანიძის „ეტლი“ და რედაქტირება რუჯზე - ქართულის მე-5 ვარიანტის საკითხები ცნობილია
10-07-2020

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეხუთე დღეა. ტესტირებიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოვიდნენ. მათ დღევანდელ ტესტებში თემად „სამანიშვილის დედინაცვალი“ და ლექსი „ეტლი“ შეხვდათ.

173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი არასრულ 2 საათში გამოვიდა და საგამოცდო საკითხებიც სრულად გამოიტანა.

„არგუმენტირებული ესე იყო, ახალგაზრდები ხშირად არ აფასებენ საკუთარი ქვეყნის კულტურას და წარმომავლობას - უნდა დათანხმებულიყავი ან არა ამ მოსაზრებას, თემა იყო „სამანიშვილის დედინაცვალი“ და ლექსი მურმან ლებანიძის „ეტლი“. ტექსტის რედაქტირება კი რუჯზე მოვიდა. ვფიქრობ საკმაოდ მარტივი იყო“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203