სენაკის N1 სკოლის მასწავლებელს გარემოსდაცვით და სამოქალაქო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სერტიფიკატი გადაეცა
21-09-2017
საზაფხულო ეკო-ბანაკს სენაკის N1 სკოლის ხელოვნების პედაგოგი მამუკა კუჭავა ეწვია.

ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა 2017 წლის გამორჩეულ მასწავლებლებს უმასპინძლა. 

ერთი კვირის განმავლობაში მათ ჩაუტარდათ სემინარები ეკოლოგიური პროექტების დაგეგმვისა და სათემო განვითარების შესახებ.

ბანაკის დახურვის დღე განსაკუთრებით სავსე იყო დადებითი ემოციებით. პედაგოგებს გარემოსდაცვით და სამოქალაქო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.

ინიციატივა განხორციელდა პროექტის, ''ტყის მდგრადი მართვა საქართველოში'' ფარგლებში, ''ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის'' (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203