აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულის გამოცდა კორონავირუსიან აპლიკანტთან ერთად წერეს, კარანტინში გადავლენ
10-07-2020

იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან გამოცდას წერდნენ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. დიდი ალბათობით მათ საკარანტინე სივრცეში გაიყვანენ და ყველა გამოცდის წინ PCR ტესტი ჩაუტარდებათ  - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„9 აბიტურიენტთან, ვისთანაც ეს აბიტურიენტი გამოცდას წერდა, ამჟამად ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დიდი ალბათობით, ალბათ, მათ საკარანტინო სივრცეში გადასვლა დასჭირდებათ და საკარანტინო სივრციდან ყველა გამოცდის წინ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება - ასე მოვილაპარაკეთ და ასეთია გადაწყვეტილება. ვნახეთ, რომ ორი დამკვირვებელია, მაგრამ ჩვენ კარგად დავაკვირდით, ვნახეთ ვიდეოჩანაწერი და დამკვირვებლები საკმაოდ კარგად იცავდნენ იმ წესებს, რაც პირველად პროტოკოლით იყო განსაზღვრული და დიდი ალბათობით, მათ იზოლირება არ დასჭირდებათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: პირველი აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა - გოგონა ეროვნულ გამოცდაზე 7 ივლისს  გავიდა

„მივმართავ გულშემატკივრებს, დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში“ - სოფიო გორგოძის თქმით, რეკომენდაციები მეტად აღარ გამკაცრდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203