„შპარგალკის“ გამო არავინ მოგვიხსნია - სოფიო გორგოძე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებს აჯამებს
11-07-2020

თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ეწვია. ცენტრის ხელმძღვანელი რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ზომები შეამოწმა.

სოფიო გორგოძემ etaloni.ge - სთან ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა შეაფასა:

„არცერთი ე.წ. შპარგალკა არ დაფიქსირებულა. დაგვიანებულები ყოველდღიურად იყვნენ. მოგვიანებით დავდებთ დღევანდელი დღის სტატისტიკას. ე.წ. შპარგალკის გამო არავინ მოგვიხსნია და ტელეფონის შემთხვევა იყო ის ერთი, მეტი არ ყოფილა. რაც შეეხება გუშინ ფოთში მიმდინარე მოვლენებს, დაგვიანება ამ მიზეზით არ ყოფილა. არ გამოცხადება იყო“,-განაცხადა გორგოძემ.

N39 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დროულად გამოცხადდნენ, მათგან ტემპერატურა არც ერთს დაფიქსირებია. დღეს აპლიკანტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბოლო გამოცდას აბარებენ. ხვალ მათ გამოცდა ისტორიაში ელით.

იხილეთ ასევე: აბიტურიენტებმა გამოცდაზე „შეცურეს“ - ქუჩების დატბორვის გამო ფოთის საგამოცდო ცენტრში ექსტრემალურად შევიდნენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203