ისევ „ვეფხისტყაოსანი“ - საკითხები, რომლებიც ქართულის გამოცდის ბოლო ვარიანტის აბიტურიენტებს შეხვდათ
11-07-2020

N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი პირველმა აპლიკანტმა დატოვა. აბიტურიენტი იმ თემებს ასახელებს, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო ვარიანტზე შეხვდა.

„რევაზ ინანიშვილის „წიგნიდან“ იყო მონაკვეთი მამა რომ უნდა მოუკლას და რომ ვერ მოუკლავს, „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ნაწყვეტი. ესე იყო - დღევანდელი ახალგაზრდობა ფიქრობს თუ არა, რომ შეცვალოს ქვეყნის მომავალი და თავიანთ თავზე ფიქრობენ თუ არა მხოლოდ“, - ამბობს პირველი გამომსვლელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო გამოცდას აბარებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203