მე ჯაყო დავწერე, „ვეფხისტყაოსანი” არ შემხვედრია - გაურკვევლობა საგამოცდო ცენტრში
11-07-2020

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტებმა საგამოცდო ცენტრები უკვე დატოვეს.  etaloni.ge-ს საგამოცდო საკითხებზე 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის აპლიკანტები ესაუბრნენ და ბოლო გამოცდის სირთულეც შეაფასეს. წინა სესიების მსგავსად, აბიტურიენტები ტესტს დღესაც მარტივად მიიჩნევენ.

აბიტურიენტებს შორის გაურკვევლობა იყო, მათ საკითხები სხვადასხვანაირად ახსოვდათ:

„ძალიან მარტივი იყო. „ვეფხისტყაოსნიდან“ მოვიდა ნესტან-დარეჯანის წერილი, ტარიელს რომ სწერს, ინანიშვილის მოთხრობა იყო „წიგნი“ და ესე იყო საოცრად მარტივი, ცდილობს თუ არა ახალგაზრდობა რომ მომავალი შეცვალოს, ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა აპლიკანტმა.

„ყველას სხვადასხვა ტესტი შეგვხვდა. ჩემი „ვეფხისტყაოსანი“ არ იყო, რედაქტირება შემხვდა და ჯაყო დავწერე. კიდე რაღაც მოთხრობა იყო და ესე - დღევანდელი ახალგაზრდები ცდილობენ თუ არა საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლას, ვფიქრობ, ყველას ინდივიდუალური ტესტი გვქონდა“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

„ვეფხისტყაოსნიდან“ ქაჯეთის ციხის აღება დავწერე და ინანიშვილის მოთხრობა იყო. ესე იყო დადებით კონტექსტში მოცემული, რომ ახალგაზრდობა ზრუნავს მომავლის შევალამაზე, ძალიან კარგი საკითხები იყო, მომეწონა", - აღნიშნა საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ვეფხისტყაოსანი“ იყო, მაგრამ მე არაპროგრამული ავირჩიე, ინანიშვილის მოთხრობა. ესეც კარგი დასაწერი იყო. ძალიან კარგი გარემოა შიგნით, სიმშვიდეა. კლასში რომ ზიხარ და ყველა ჩუმადაა, აი ისეა, დაძაბული არავინაა“, - აღნიშნავს აპლიკანტი

„ასეთი ადვილი არ მეგონა, „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ნესტანის წერილი ტარიელს ქაჯეთის ციხიდან. ტატუზე იყო რედაქტირება და არაპროგრამულიდან იყო ინანიშვილის მოთხრობა. ძალიან კმაყოფილი ვარ, დავწერე, დავწერე, კარგად დავწერე, მიხარია“,- გვითხრა აბიტურიენტმა.

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები დასრულდა. ხვალ აბიტურიენტების ნაწილი გამოცდას ისტორიაში ჩააბარებენ.

იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდების განრიგი გამოქვეყნდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203