აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აღარ დაიშვება. ოჯახის წევრები კი ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ რაღა გამონახოს გზა და გოგონამ ერთი წელი არ დაკარგოს და წარმატება, რომელიც უკვე მოიპოვა წყალში არ ჩაიყაროს.
როგორც სოციალურ ქსელში მიხეილ ქურასბედიანი წერს, გოგონა მისი ოჯახის წევრია. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა სწავლის გაგრძელებას კი კონსერვატორიაში აპირებდა, ვოკალის გამოცდაზეც 98 ქულა აიღო, თუმცა კორონავირუსის გამო მას გამოცდაზე აღარ უშვებენ.
"გამარჯობათ! აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი. მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს. ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ. #MXARDACHERAANAONIANS Anna Oniani ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოთ შედეგი!!!", - წერს მიხეილ ქურასბედიანი სოციალურ ქსელში.