N117 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ზარი დაირეკა, ისტორიის გამოცდა დაიწყო.
„უფ, ისტორია არ მანერვიულებს, ისე კარგად იცის“, „იცოდე, მალე არ გამოხვიდე“, „იფიქრე, შენებურად კი არ დაიწყო ბოდიალი“... ასე გააცილეს გულშემატკივრებმა ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტები.
12 ივლისს, ნერვიულობის ახალი ტალღა დაიწყო. აბიტურიენტები დღეს ისტორიის გამოცდას აბარებენ.
რეგისტრაციამ მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. თუმცა გულშემატკივრებში იყო ნერვიული ფონი და სოციალური დისტანცია ქართულად.
იხილეთ ფოტოები