საგამოცდო ცენტრებს პირველი აბიტურიენტები ტოვებენ, თუმცა მათ საკითხები, რომლებიც ისტორიის გამოცდაზე შეხვდათ, დეტალურად არ ახსოვთ.
„რუკა შეგვხვდა. საუკუნეები იყო შერეული“; „ასეთი სიდებილე არსად მინახავს“, „გავგიჟდი“,„მეორე მსოფლიო ომი არ ყოფილა დანარჩენი ყველაფერი“, „ძალიან მარტივი იყო“, „წყარო იყო მონღოლებზე“, „რუკა იყო კონსტანტინოპოლის აღებაზე“, „კარიკატურა იყო ამერიკის ომზე“, „დათარიღება იყო პირველ მსოფლიო ომზე“, - ასე აფასებენ N117 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები ტესტს.
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. დღეს აბიტურიენტებს გამოცდა ისტორიაში უტარდებათ.