დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში ისტორიის გამოცდა ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო და 2 საათსა და 40 წუთში დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებულებიდან საგამოცდო ცენტრში 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. ორმა კი დაიგვიანა.