ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები საკითხებს ასახელებენ. აპლიკანტების შეფასებით, საგამოცდო ტესტი მარტივი იყო. აპლიკანტები საგამოცდო ცენტრს კმაყოფილები ტოვებენ.
„ძალიან მარტივი იყო. საკითხები იყო დიდგორის ბრძოლა, ბასიანის ბრძოლა, თურქეთის იმპერია, საქართველოს დამოუკიდებლობა, პირველი მსოფლიო ომი“, "წყარო იყო ბაზალეთი და გიორგი სააკაძე, კარიკატურა იყო საბჭოთა კავშირი და კუპიურა"-ამბობენ N117 საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები.
დღეს ისტორიის გამოცდა ორ სესიად ჩატარდა. ამავე საგანში საკუთარ შესაძლებლობებს ხვალ სხვა აბიტურიენტები გამოცდიან.