შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გორში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.
დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. მეორე სესიაზე დარეგისტრირებულებიდან 94%-ზე მეტი გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სესიებს შორის ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ზედმიწევნითაა დაცული მაგიდებზე არსებულ დამცავ ფარებთან, თერმოსკრინინგთან, შესაბამისი დისტანციის დაცვასთან და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.
ხვალ ისტორიის გამოცდა ისევ ორ სესიად ჩატარდება.
იხილეთ ფოტოები