აბიტურიენტს გამოცდაზე ექიმი დასჭირდა - აპლიკანტს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა
12-07-2020

N117 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აპლიკანტს ექიმი დასჭირდა. აბიტურიენტს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.

როგორც ადგილზე მობილიზებულმა მედპერსონალმა etaloni.ge-ს განუცხადა, პაციენტი თავს კარგად გრძნობს, აბიტურიენტს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და მან გამოცდა გააგრძელა.

დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. მეორე სესიაზე დარეგისტრირებულებიდან 94%-ზე მეტი გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა. სესიებს შორის ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ზედმიწევნითაა დაცული მაგიდებზე არსებულ დამცავ ფარებთან, თერმოსკრინინგთან, შესაბამისი დისტანციის დაცვასთან და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

ხვალ ისტორიის გამოცდა ისევ ორ სესიად ჩატარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203