წყარო დემეტრე თავდადებულზე; მხოლოდ 2 კითხვა საქართველოს ისტორიიდან - საკითხები ისტორიის მესამე ვარიანტიდან
13-07-2020

ისტორიის გამოცდიდან პირველმა აბიტურიენტებმა გამოსვლა ერთ საათში დაიწყეს. როგორც ჩვენთან მათ აღნიშნეს, გამოცდა საკმაოდ მარტივი იყო. 

„ძალიან მარტივი იყო. ერთ საათში დავწერე. ამერიკა უნდა შევიდეს თუ არა პირველ მსოფლიო ომში, წყარო იყო დემეტრე თავდადებული მონღოლებთან თავის მოკვეთა რომ უნდოდათ, კარიკატურა იყო საქართველოს დამოუკიდებლობაზე. საქართველო იყო, გემი ეხატა, 1918 წელი ეწერა და რუსეთის სიმბოლო იყო. რუკა არ ვიცი, რაც ეწერა იქიდან დავწერე მარტო უმეტესად რომს ეხებოდა“, - გვითხრა 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა. 

„მართლა ძალიან მარტივი იყო, რუკაზე იყო რომაელების დაპყრობებზე მეორე საუკუნის, ბოლო ანალიზი იყო დემეტრე თავდადებულზე. კითხვები უფრო მსოფლიო ისტორიიდან იყო, საქართველოს ისტორიიდან სულ 2 კითხვა  იყო“,- გვითხრა აპლიკანტმა.

„რუკა იყო მოსული პეტრე პირველიდან რუსეთი და შვედეთის ბრძოლის დროს, კითხვები არ მახსოვს, კარიკატურა იყო მოსული საქართველოს 3 წლიანი დამოუკიდებლობიდან 1918 წელს რომ აიღეს, გემი ეხატა და წელი ეწერა, აბრაც იყო სადაც დამოუკიდებლობა ეწერა. გუშინ ბავშვები იძახდნენ რომ ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ეს მარტივი იყო. ძალიან გამიხარდა ქართლის ცხოვრება რომ შემხვდა წყაროში“, - ამბობს ლაშა ჯანგველაძე.

„მარტივი იყო, პროგრამული იყო ყველაფერი, რომის იმპერიიდან იყო კითხვები, ქართლის ცხოვრებიდან იყო ანალიზი დემეტრე მეორეზე, რუკა იყო რომის იმპერიიდან. კითხვები ძალიან მარტივი იყო, არ დავბნეულვარ. გუშინ ჩემი მეგობრებისგან ვიცი, რომ საკმაოდ რთული იყო და ზოგი ტირილით გამოვიდა, მაგრამ ახლა მარტივი იყო ნამდვილად არ გამჭირვებია“, - გვითხრა მარიამ კალანდიშვილმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203