გააგრძელებს თუ არა გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა? - გორგოძის პასუხი
13-07-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
„ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხება იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს,“ - განაცხადა გორგოძემ.
გორგოძის თქმით, იმ 9 აბიტურიენტს, რომლებიც ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად ისხდნენ საგამოცდო სექტროში, კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ და გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვთ.
ცნობისთვის, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.