თუ გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს 37.5 მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ის საგამოცდო ცენტრიდან აღარ მოიხსნება - აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაცია ითვალისწინებს.
რეკომენდაციის მიხედვით, ასეთი აპლიკანტი სამმხრივი გამჭირვალე ფარის მქონე მაგიდასთან განთავსდება.
„თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, იგი განთავსდება სამმხრივი გამჭვირვალე დამცავი ფარის/ბარიერის მქონე სამუშაო მაგიდასთან, რომელიც აშორებულია არანაკლებ ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან (მაგიდებს შორის დაშორება ყველა
მხრიდან უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა) ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ შემდეგ გამოცდამდე მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.