მრავალმხრივ დატვირთული და საინტერესო სასწავლო წლის დასაწყისი სადგურ მარელისის სკოლაში
21-09-2017
სადგურ მარელისის სკოლა ყოველმხრივ მომზადებული შეხვდა ახალ სასწავლო წელს: განახლებული გარემო, მოწესრიგებული ორგანიზაციული და ტექნიკური მხარე.
 
სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა დამსწრე აუდიტორიას. სკოლის დირექტორმა გასული წლის წარჩინებული მოსწავლეები შესაბამისი სიგელებითა და დიპლომებით დაჯილდოვა, ასევე წინა სასწავლო წლის ვერცხლის მედალოსან, უკვე წარჩინებულ სტუდენტს, მარიამ ფცქიალაძეს, ვერცხლის მედალი გადასცა.

სკოლის დირექტორის ვერა ოდიკაძის თქმით, 15 სექტემბერი შინაარსიანი და საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა:

''15 სექტემბერი შინაარსიანი და საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა. ჩვენმა სკოლამ დამსწრე საზოგადოებას გასული სასწავლო წლის წარმატებების ამსახველი ვიდეორგოლი და მარელისის სკოლის პედაგოგებისთვის საგანგებოდ შექმნილი ,,ჰიმნი მასწავლებელს“ წარუდგინა.''

ყურადღების ცენტრში იყვნენ პირველკლასელები, რომლებსაც საგანგებოდ მომზადებულ სცენაზე განსაკუთრებული ადგილი ჰქონდათ დათმობილი.  

ღონისძიებაზე, გასული სასწავლო წლის, ''ეტალონის'' რაიონული კონკურსის გამარჯვებულმა, XI კლასის მოსწავლემ, ნინო მაღრაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა:

''მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს. ჩემი წარმატება მათი დამსახურებაა. პირობას ვდებ, მომავალში კიდევ უფრო მეტად ვასახელებ ჩემს სკოლას.''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203