საქართველოს ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი „ეტალონი“ ხულოელი მოსწავლეებისთვის 14 ივლისს განსხვავებული, დისტანციური ფორმატით გაიმართა.
ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებით „ეტალონის“ დისტანციურ ჩემპიონატში მონაწილეობა ხულოს 46 სკოლის 135-მა მოსწავლემ მიიღო შემდეგი კლასობრივი განაწილებით: VIII კლასი: 28 მოსწავლე, IX კლასი: 46 მოსწავლე, X კლასი: 33 მოსწავლე და XI კლასი: 28 მოსწავლე. თითოეულ მონაწილეს წარმატების სპეციალური სერთიფიკატი გადაეცემა.
გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეთათვის დისტანციური კონკურსის შედეგებს.
ასევე იხილეთ:
„ეტალონი“ ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეთათვის დისტანციურ კონკურსს გამართავს