მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლის მოზარდი იპოვეს
15-07-2020

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი იპოვეს. სოფლის რწმუნებულის მამუკა ჯოლოგუას განცხადებით, 15 წლის მოზარდის ცხედარი ქვიშაში იყო ჩაფლული.

„მდინარის დონემ რომ დაიკლო, სადაც დაიკარგა იქიდან ერთ კილომეტრში იპოვეს“, - განაცხდა ჯოლოგუამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.

„მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა ოპერაციის მონიტორინგი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო

იხილეთ ასევე: „გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით“ - 15 წლის მოზარდი, რომელიც მდინარემ გაიტაცა, დარჩელის სკოლის მოსწავლეა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203